მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის
ქალაქ თბილისის ₦124 საჯარო სკოლის
ფრანგული ენის მასწავლებლის
ნონა ბეროშვილის მიერ განხორციელებული პროექტის
„აღდგომა საფრანგეთში, აღდგომა
საქართველოში“ რეფლექსია
პროექტებით სწავლება
მიზანმიმართული, აქტიური და შემოქმედებითი პროცესებით
ხასიათდება, რაც საშუალებას გვაძლევს,
მოსწავლეები არა მხოლოდ
ცოდნით აღვჭურვოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით,
არამედ მათ საკომუნიკაციო, კვლევითი,
თანამშრომლობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას
შევუწყოთ ხელი.
ამ პროექტის
განხორციელების იდეა საფრანგეთში
დაიბადა: 2010 წლის გაზაფხულზე ჩვენმა
სკოლამ გაცვლითი პროგრამა
განახორცელა საფრანგეთის ქ. ნანტის ჟან ბატისტის კოლეჯთან-ჩვენი სკოლის
ათი მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად ეწვია ამ პატარა, კოპწია
ქალაქს. ჩვენი სტუმრობა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
დაემთხვა. გაოცებულები შევცქეროდით
პატარა ფრანგებს: აღდგომის
დილით, კალათით ხელში ბაღში
რომ დადიოდნენ და მშობლების მიერ ბალახებში გადამალულ
შოკოლადის ნაირ-ნაირ კვერცხებს
ეძებდნენ და აგროვებდნენ. იდეაც დაიბადა: სწორედ
რომ აქტუალურია და საინტერესო ჩემი მოსწავლეები იცნობდნენ
იმ ქვეყნის ტრადიციებს,რომლის ენასაც
სწავლობენ, შეისწავლონ სადღესასწაულო
ლექსიკა, პარალელი გაავლონ ორი ქვეყნის ტრადიციებს
შორის. პროექტის მიზანიც ესაა: გაეცნონ სააღდგომო
ტრადიციებს, შეისწავლონ სადღესასწაულო
ლექსიკა და გამოიყენონ
ამ თემაზე საუბრისას.
მას შემდეგ,
რაც მოსწავლეები გაეცნენ
ჩემ მიერ შექმნილ
ბუკლეტებს, რაც ერთგვარად
გამოწვევა იყო მუშაობაში
ჩასართავად, ისინი სიამოვნებით
და აქტიურად ჩაერთნენ
პროექტის განხორციელებაში. მუშაობა
შეფასების სქემების შექმნით
დავიწყეთ, იქ მოსწავლეთა
ინიციატივით ჩავდეთ კრიტერიუმი,
რომელიც უზრუნველყოფდა პრეზენტაციის
როგორც გარეგნულ, ისე სრულყოფილ შინაარსობრივ
მხარეს, გაბმულ მეტყველებაში
სადღესასწაულო ლექსიკის გამოყენებაც(გრძელვადიანი მიზანი)
შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი
იყო, ხოლო მუშაობის
პროცესში ჯგუფის შეფასების
ერთ-ერთ კრიტერიუმად მოსწავლეთა
ჩართულობა ჩავდეთ-ჯგუფში მოსწავლეებს
შორის საქმე ისე განაწილდა, რომ ყველას შესაძლებლობა
იყო გათვალისწინებული, ამდენად,
ჩართულობას ხელს აღარაფერი
უშლიდა. მასალის მოძიება-დამუშავების პროცესში
მოსწავლეებს ყურადღებას ვამახვილებინებდი იმ ლექსიკურ ერთეულებზე,
რაც დღესასწაულს უკავშირდება,
იქვე ვთხოვდი ფრაზების შედგენას ამ სიტყვებზე, ზმნების
სხვადასხვა დროში გამოყენებას(მოკლევადიანი მიზანი), რითაც მიღებული
ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას
ვუწყობდი ხელს. ამასთან ერთად,
მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარიც
უნვითარდებათ: მოპოვებულ მასალას ამუშავებდნენ, ამზადებდნენ სტატიებს
კედლის გაზეთისთვის თუ Power point პრეზენტაციისთვის.
რაც შეეხება
პროექტის ვადებს, ჩავთვალე,
რომ რვა გაკვეთილი
საკმარისი იქნებოდა(2-ინფორმაციის მოპოვება/ ამობეჭდვა, 4-ინფორმაციის
დამუშავება, ორი-პრეზენტაციების და კედლის გაზეთების
მომზადება/წარდგენა). მუშაობის პროცესში
აღმოჩნდა, რომ ორი გაკვეთილი ინფორმაციის
მოპოვებისთვის არ იყო საკმარისი-არსებობდა რისკი,
რომ ჯგუფები არასაჭირო
ინფორმაციას ამობეჭდავდნენ, ამდენად,
ყველაფერს, რასაც ჯგუფები
მოიპოვებდნენ, შემდეგ კითხულობდნენ
და საკვანძო სიტყვებით
თუ ფოტოებით ან სხვა მანიშნებლებით თუ მიხვდებოდნენ, რომ მოპოვებული მასალა
გამოადგებოდათ, მხოლოდ მაშინ ამობეჭდავდნენ. მხოლოდ
ამის შემდეგ იწყებოდა
ინფორმაციის დეტალური დამუშავება. ამან პროექტის
განხორციელებისთვის საჭირო დრო გაზარდა;
ორი გაკვეთილი არც Power point პრეზენტაციების და კედლის გაზეთების
მოსამზადებლად აღმოჩნდა საკმარისი,
ამდენად, პროექტის დასრულებას
და წარდგენას ათი გაკვეთილი დასჭირდა.
პრეზენტაციის შემდეგ
მოსწავლეები კითხვებს სვამდნენ
ყველა იმ დეტალზე,
რაც მათთვის ბუნდოვანი
იყო. ისინი მეორე ჯგუფიდან ამომწურავ
პასუხებს იღებდნენ, იყენებდნენ-რა
ახლადშესწავლილ ლექსიკურ ერთეულებს,
რამაც კიდევ ერთხელ
დამარწმუნა, რომ მიზანი
მიღწეული იყო!!!
თუმცა
აღსანიშნავია ის ფაქტი,
რომ პროექტი შეიძლებოდა
ინტეგრირებული ყოფილიყო ისტორიასთან,
რუსულ და ინგლისურ ენებთან. (ამ
ქვეყნების სააღდგომო ტრადიციებსაც
გავეცნობოდით!) მომავალში,
მსგავსი პროექტების განხორციელებისას, ამ საკითხს გავითვალისწინებდი...
P.S. ამ პროექტამდე ბევრი პროექტი მქონდა
განხორციელებული, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ შემეფუთა და წარმედგინა გაწეული
სამუშაო. მადლობა მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრს და
გ. არავიაშვილს ინტელის ტრენინგისთვის-„პროექტებით სწავლება
და ისტ ინტეგრაცია“,
რამაც საშუალება მომცა პროექტისთვის სრულყოფილი
სახე მიმეცა.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire